logo
ENG



ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

19 აპრ 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მიერ დონბასზე შეტევის დაწყება დაადასტურა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ.

"რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ბრძოლა, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდნენ. რუსული ჯარების დიდი ნაწილი იქ არის მობილიზებული თავდასხმისთვის. რამდენი სამხედროც იქ არ უნდა გადაისროლონ, ჩვენ თავს დავიცავთ. ვიბრძოლებთ. უკრაინულს არაფერს მივცემთ",  - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაჯგუფება დაასრულეს და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადებიან.

 


close დახურვა