logo
ENG



ზელენსკი: უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერა EU-სთან სვლისკენ

17 ივნ 202208:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/17/fxmrqh8z99o01rl.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს, კერძოდ, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუმინეთის მხარდაჭერა იგრძნო ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის მიმართ.

როგორ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ უკრაინა არ გახდება სრული უსაფრთხოების გარანტი.

"მართლაც ისტორიული დღეა - უკრაინამ ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა იგრძნო, კერძოდ უკრაინამ იგრძო ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის მიმართ მხარდაჭერა. ყველა ლიდერს ესმის, რატომ არ არის საუბარი ომის დასრულებაზე ახლა. ეს ხდება რუსეთის პოზიციის გამო, რომელიც ცდილობს დააშინოს ყველა ევროპაში და გააგრძელოს უკრაინის განადგურება, ის არ ეძებს მშვიდობის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იქამდე, სანამ არ ვიქნებით ჩვენი სახელმწიფოს სრული უსაფრთხოების გარანტი", - თქვა ზელენსკიმ. 

გუშინ უკრაინაში ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, კერძოდ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანსინი ჩავიდნენ.

კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე თქვეს, რომ მხარს უჭერენ ქვეყნისთვის EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.


close დახურვა