logo
ENG



ზელენსკი: ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს

31 დეკ 202312:44
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან ხარკივზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს.

"ხარკივში ახლა კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა ასეთი იერიშისთვის ხარკივის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, დონეცკის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და სოფლებში, ყველა იერიშისთვის ოდესაში, სუმში, კიევში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა Shahed-ისთვის, ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც", - ამბობს ზელენსკი.

გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში ჯერ S-300 ტიპის რაკეტებით, შემდეგ კი უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. სამიზნე საცხოვრებელი სახლი, სასტუმროს შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. დაშავებულია 26 ადამიანი.


close დახურვა