logo
ENG



ზელენსკი: შემდეგი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გამარჯვებისკენ სვლისთვის

03 აპრ 202301:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/z1ov3rasdc59p00.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება უკრაინული თავდაცვისთვის.

"მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი გამარჯვებისკენ სვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი მოვლენებისა და გადაწყვეტილებისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

29 მარტს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციას აპრილ-მაისში დაიწყებს. მისი თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ამასთან, ის ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმის გადაწყვეტილება ასევე დამოკიდებულია ამინდზე.

უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ უკრაინას კვლავ სჭირდება დამატებით მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებული იყოს.


close დახურვა