logo
ENG



ზელენსკი არგენტინიდან აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ბაიდენს შეხვდება

11 დეკ 202300:23
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი არგენტინიდან აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ბაიდენს შეხვდება

11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტისას ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის მნიშვნელობაზე.

ასევე, ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის.

ზელენსკი ამჟამად არგენტინაში იმყოფება, სადაც, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.


close დახურვა