logo
ENG



ზელენსკი ერდოღანს სტამბულში 7 ივლისს შეხვდება - Anadolu

06 ივლ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/06/ejwmveymkn27zua.jpg
UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE / AFP

თურქული სახელმწიფო გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბულში ხვალ, 7 ივლისს შეხვდება.

Anadolu-ს თქმით, ზელენსკი თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავა.

გამოცემის ცნობით, ლიდერები შეხვედრისას განიხილავენ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამდგომლობით რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბულში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დაიდო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეჩერებული იყო.

თურქეთი ასევე ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში შუამავლის როლი შეასრულოს და უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდეს. 


close დახურვა