logo
ENG



ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება

14 მაი 202310:17
3 წუთის საკითხავი
 
Yves Herman/Pool via AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს გერმანიაში მისი პირველი ვიზიტია.

"უკვე ბერლინში ვარ - იარაღები, ძლიერი წინადადებები, საჰაერო თავდაცვა, რეკონსტრუქცია, ევროკავშირი, NATO, უსაფრთხოება", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

მანამდე ზელენსკი ხანმოკლე ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა - ის რომის პაპსა და ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო იტალიაშიც.


close დახურვა