უკრაინის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია.
"მჯერა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის პარტნიორობა და დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება", - თქვა მან ახალ ვიდეომიმართვაში.
25 ოქტომბერს რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა. პრემიერობისთვის ბრძოლა რიში სუნაკისთვის მხოლოდ მეორედ აღმოჩნდა წარმატებული - პირველად ის ლიზ ტრასთან დამარცხდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ თავისი კონკურენტის გეგმები ქვეყანას ეკონომიკურ ქაოსში ჩააგდებდა.
ბოლო ერთ წელში სუნაკი ქვეყნის მესამე პრემიერმინისტრია და 42 წლის ასაკში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.