logo
ENG



ზელენსკიმ მარიუპოლში მოკლული ლიეტუველი რეჟისორის, მანტას კვედრავიჩუსის ხსოვნას პატივი მიაგო

06 ივნ 202201:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/2s9f1ab32tqhigi.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში აპრილში რუსების მიერ მოკლული რეჟისორის მანტას კვედრავიჩუსის ხსოვნას პატივი მიაგო.

ზელენსკიმ განცხადება ლიეტუვის ეროვნული ფილმების დაჯილდოების ცერემონიალზე Sidabrinė Gervė-ზე ვიდეომიმართვისას გააკეთა.

მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე მივიღოთ. მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ხელოვნებას, რომელიც სიცოცხლისთვისაა, და არა მათ ვისაც სიცოცხლის განადგურება სურთ.

უკრაინელებს ემსახსოვრებათ მანტას კვედრავიჩუსი როგორც კაცი, რომელიც ზუსტად ასეთი იყო. ის ნამდვილად იმსახურებს ოქროს გედს. ის აფასებდა სიცოცხლეს და ყოველთვის აპროტესტებდა იმას, რაც მისი აზრით, სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა - და ეს ძალიან მზრუნველი ხედვაა“ - განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორის დაღუპვამდე მუშაობდა ფილმზე "მარიუპოლის 2"-ზე - დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ ალყაშემორტყმულ მარიუპოლს აღწერდა. ფილმი კვედარავიჩუსის უკრაინელმა პარტნიორმა, ჰანნა ბილობროვამ დაასრულა. "მარიუპოლის 2" 19-20 მაისს კანის კინოფესტივალზე უჩვენეს.

„გახსოვდეთ უკრაინა, მარიუპოლი და ის ფაქტი, რომ ამ ომმა შეიწირა მანტასის სიცოცხლე. უკრაინაში რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლიეტუვის ეროვნული ფილმების დაჯილდოების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება.

ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედრავიჩუსი აპრილის დასაწყისში უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მოკლეს.

კვედრავიჩუსი ცნობილი იყო კონფლიქტის ზონის შესახებ ფილმით "მარიუპოლისი", რომლის პრემიერაც 2016 წელს ბერლინის ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.

ეს ფილმი მან ქალაქ მარიუპოლში გადაიღო და ასახავს ალყაშემორყმულ ქალაქში გადარჩენის ძლიერ სურვილს. სტრატეგიული საპორტო ქალაქში, რომელიც დონეცკის რეგიონში მდებარეობს და რუსეთის მეზობლადაა, პრო-რუსული სეპარატისტული ძალები 2014 წლიდან იბრძვიან.


close დახურვა