logo
ENG



ზელენსკიმ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ფრონტის ხაზი მოინახულა

23 მაი 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე ფრონტზე მივიდა. მან უკრაინელი საზღვაო ქვეითების პოზიციები მოინახულა.

ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა."ჩვენი დამცველები. ფრონტის წინა ხაზის განყოფილება... დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას."

პრეზიდენტმა განმარტა, რომ იგი ფრონტზე მივიდა, რათა მიულოცოს ჯარისკაცებს მათი დღე - უკრაინის საზღვაო ძალების კორპუსის დღე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვაო ქვეითებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა.


close დახურვა