logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა დღითიდღე რთულდება

13 მაი 202216:47
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა დღითიდღე რთულდება.

როგორც ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ის მზად არის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუმცა შუამავლების გარეშე.

"რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება. რადგან ყოველდღიურად ხდება გარკვეული პატარა ქალაქების დეოკუპაცია, სადაც ცხოვრობენ ან სამწუხაროდ უფრო სწორი ნათქვამი იქნება, ცხოვრობდნენ ადამიანები, რადგან ბევრმა მათგანმა სახლი ან დატოვა და დაიღუპნენ. როცა ამ ადგილების დეოკუპაციას ვახდენთ, ჩვენ ვხედავთ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, წამების, დახვრეტის და განადგურების ფაქტებს. ზუსტად ამიტომ მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი რთულდება. მე მზად ვარ პუტინს ვესაუბრო. თუმცა მხოლოდ მას. და დიალოგის პირობებში და არა ულტიმატუმის", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა