უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
"ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. არა 300 000, არც 150 000 როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე იტყუებიან, მაგრამ თითოეული დანაკარგი ჩვენთვის დიდი დანაკარგია", - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერეციაზე.
მისი განცხადებით, ამ ომში 180 000 რუსი სამხედროა მკვდარი, 500 000-ზე მეტი კი დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 წელი გავიდა.