logo
ENG



ზელენსკის თქმით, საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა

17 თებ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/17/ujgkc3kwzaewzed.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სტანიცა ლუგანსკში საბავშვო ბაღის დაბომბა დიდი პროვოკაციაა. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.

"რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა - დიდი პროვოკაციაა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში - მონიტორინგის საქმიანობა შეკავების დამატებითი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ყველა დარღვევის გამოსასწორებლად", - წერს ზელენსკი.

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.

ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.


close დახურვა