logo
ENG



ზესტაფონის მცხოვრებლები შიშსა და პანდემიის აფეთქების მოლოდინში არიან

21 მაი 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

ზესტაფონის მცხოვრებლები შიშსა და პანდემიის აფეთქების მოლოდინში არიან. მიზეზი 28 წლის კაცის მოგზაურობის ისტორიაა. მან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და სავალდებულო თვითიზოლაციის წესი დაარღვია.

ზესტაფონამდე ტაქსით ჩავიდა, მეუღლეს შეხვდა, გზად საშაურმეში გაიარა და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ავიდა. მალევე მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. კარანტინში იმყოფებიან კაცის ოჯახის წევრები და ტაქსის მძღოლი. შეშინებული მეზობლები სადარბაზოს და ლიფტის დეზინფექციას ითხოვენ.

როგორც ჩვენთან საუბარში იმერეთის გუბერნატორი ამბობს, მონიტორინგს აწარმოებენ ყველა იმ ადამიანზე ვინც საზღვარს კვეთავს, ისინი აღრიცხვაზე ჰყავთ და აკონტროლებენ თვითიზოლაციის პირობებს. თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს კოვიდით დაავადებულის გადაადგილების მარშრუტი. საზღვარი მან უპრობლემოდ გადმოკვეთა, შეძლო მისვლა ორ დასახლებაში.

 

 

 


close დახურვა