იმერეთის გუბერნატორის თქმით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება.
ზვიად შალამბერიძს განცხადებით, მუნიციპალიტეტში ორი სოფელი შედის სადაც რამდენიმე ადამიანია თვითიზოლაციაში და ეს მოქალაქეები სხვადასხვა კლასტერს მიეკუთვნებიან.
„მუნიციპალიტეტში ორი სოფელია, სადაც რამდენიმე ადამიანი მოვათავსეთ თვითიზოლაციაში. ეს ადამიანები სხვადასხვა ე.წ. კლასტერია. ყველა ეს ადამიანი, რომლებიც ინფიცირებულებთან იყვნენ დაკავშირებული თვითიზოლაციაში არიან. რამდენიმე ადამიანი კარანტინში იმყოფება. იმყოფებიან კარანტინში, მანამ სანამ მათი ანალიზები არ დაფიქსირდება.
არანაირად არ იგეგმება თერჯოლის გასასვლელ-შემოსასვლელში ბლოკ-პოსტების მოწყობა. ადგილზე მუშაობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა და მოცემულობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.