გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციაში დაიბარეს.
როგორც მან ჟურნალისტებს ფიტნესკლუბ Reformerfitness-თან განუცხადა, სამართალდამცველები ამ დრომდე შენობაში რჩებიან, ის კი გარეთ გამოიყვანეს.
"თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვთხოვდი რაიმე დოკუმენტი წარმოედგინათ, რის საფუძველზეც არ მიშვებდნენ სახლში, ეს დოკუმენტი არ წამომიდგინეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანეს შენობიდან", - თქვა ჯაფარიძემ.
მისივე განცხადებით, შენობასთან რჩებიან და საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელოდებიან.
ფიტნესკლუბში სამართალდაცველები დაახლოებით 8 საათისთვის შევიდნენ. მათ შენობიდან ხალხი გაიყვანეს და სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით ჯაფარიძე მივიდა, რომელმაც ობიექტი ბინად იქირავა. ის შენობიდან პოლიციელების გასვლას ითხოვდა. Reformerfitness შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, ფუნქციონირებას აგრძელებს.