logo
ENG



ზურაბიშვილი: რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი

24 მარ 202322:30
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი

რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი. ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი ამ ერთი წლის მანძილზე. დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ იყო თითქოს სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდა. არავინ არ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ ბევრი ბრძოლა უკვე წააგო. წააგო, როცა ვერ მიაღწია, დაშლილიყო უკრაინის ახალგაზრდა მთავრობა. ვერ მიაღწია, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიშალოს ორად, იყოს რაღაცა წინააღმდეგობები შიგნით. ვერ მიაღწია, რომ ევროპა და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გერმანია სრულიად შეიცვალა და დღევანდელი გერმანია არის, რეალურად, პირმშო ამ რუსეთის უკვე წაგებული ბრძოლების. 


close დახურვა