logo
ENG



ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება

25 სექ 202312:12
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის დღეს ესტონეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ტალინში პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება. ამასთან, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ედგარს რინკევიჩსა და 27 სექტემბერს ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედასთან.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე იქნება - მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პირველ სექტემბერს ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან  "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა