logo
ENG



ზურაბიშვილი ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებებზე: არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას

04 მარ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

"მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას"-ასე ეხმაურება ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროპორციულ საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. ზურაბიშვილმა განცხადება საქართველოს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში გააკეთა. მან მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს მოუწოდა მაქსიმალურად შეინარჩუნონ თამაშის კორექტული წესები.

"მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას და მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ პოზიცია არ გამაჩნია ან ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ რომ პრეზიდენტის საკუთარ აზრებს ხალხს თავს არ მოახვევს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის როლს საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში. ამ მიზნით პრეზიდენტი პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე რომ არ შესწყდეს დიალოგი",-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 


close დახურვა