logo
ENG



თავისუფლების მუსიკა კიევში - დროება

12 ივნ 202220:53
3 წუთის საკითხავი
 

მანამ, სანამ ვერც საქართველოს პრემიერმა და ვერც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინასა და კიევში ვერ ჩააღწიეს, ქართველი ხელოვანები კიევის მიწისქვეშეთშიც კი ჩავიდნენ, უკრაინელებისადმი ქართველების სოლიდარობის გამოსახატად. ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა კიევის მეტროპოლიტენში დაუკრეს. უკრაინის პირველი ლედის პატრონაჟით მიმდინარე სოლიდარობის აქციაში საქართველოს მოქალაქეების სახელით სწორად ისინი ჩაერთნენ. თავისუფლების სცენა ბონოს და ვაკარჩუკის შემდეგ ქართველმა შემსრულებლებმა დაიკავეს. კიევში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ აჟღერდა უკრაინელების და არა მხოლოდ მათი საყვარელი ჰანგები. ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის მოგზაურობაზე ომში მყოფ ქვეყანაში და სოლიდარობის, თავისუფლების სიმღერის შესახებ დროება მოგიყვებათ უკრაინიდან.


close დახურვა