logo
ENG



თამარ გაბუნია: გუშინ 17 ათასამდე სწრაფი და PCR ტესტი ჩატარდა, რაც რეკორდულია

04 დეკ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 
თამარ გაბუნია: გუშინ 17 ათასამდე სწრაფი და PCR ტესტი ჩატარდა, რაც რეკორდულია

ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილის, თამარ გაბუნიას თქმით, გაფართოვებული ტესტირებების პროგრამის ფარგლებში ბოლო 24 საათში ჯამში 17 ათასამდე ტესტირება ჩატარდა, მათ შორის სწრაფი ანტიგენის და PCR.

"17 ათასამდე ავიდა ტესტების რაოდენობა გუშინ ორივე ერთად, გარკვეულწილად, ესაა რეკორდული მაჩვენებელი", - განაცხადა მინისტრის მაოდგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან კიდევ 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. 


close დახურვა