თბილისის ცენტრალური სადგურიდან ბათუმის მიმართულებით გამსვლელი მატარებლის რეისი გადაიდო - მიზეზი უცხოეთის ორი მოქალაქის მატარებელში ასვლა გახდა. მგზავრებმა მატარებელში ასვლაზე უარი განაცხადეს - მათი თქმით, შესაძლოა, უცხოელ მოქალაქეებს კორონავირუსი ჰქონოდათ.
ერთ-ერთმა მგზავრმა მიიჩნია, რომ უცხოეთის მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა და ამიტომაც სასწრაფო გამოიძახა.
რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე სასწრაფო დახმარების ორი მანქანა უკვე მისულია და უცხოეთის მოქალაქეებს შესაბამის შემოწმებას უტარებს.