logo
ENG



თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

13 დეკ 201911:22
3 წუთის საკითხავი
 
yi8guwy2mt17tw2.jpg

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები  გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა