წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მეათე ტურის შეხვედრაში რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა კლუბმა ფრანგულ „მარსელს“ უმასპინძლა და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
საქართველოს ჩემპიონს აქამდე 9 მატჩი წაგებული ჰქონდა. როგორც ცნობილი იყო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საცურაო აუზზე გულშემატკივარი არ დაუშვეს.
თბილისურმა კლუბმა განსაკუთრებით კარგად შეხვედრის პირველი პერიოდი ჩაატარა და მატჩი 15:12 მოიგო.
„დინამო“ მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, სტუმრად „ფერენცვაროშთან“ გამართავს.