logo
ENG



თბილისის ერთ-ერთ ბლოკპოსტთან დილის საათებში მოძრაობა გადატვირთული იყო

16 აპრ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის შემოსასვლელში დღის პირველ ნახევარში გადატვირთული მოძრაობა შეინიშნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოწყობილ ბლოკპოსტთან ავტომობილების რიგები იყო.

ადგილზე სამართალდამცველები ყველა მოქალაქეს აჩერებენ და მათ მარშრუტს ამოწმებენ. ასევე ამოწმებენ აქვთ თუ არა მათ გადაადგილებისთვის შესაბამისი ნებართვა. უმეტესობას ასეთი ნებართვა აქვს, რადგან გააადგილება სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე უწევთ, თუმცა მოქალაქეთა ნაწილს, რომლებსაც სპეციალური საშვი არ აქვს, პოლიცია გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევს.

მოქალაქეები ამბობენ,რომ ახალი შეზღუდვა დისკომფორტს უქმნით, რადგან გადაადგილება ხშირად უწევთ და როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ცდილობენ, შეზღუდვებს გაგებით მოეკიდონ. 

შეგახსენებთ, ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 


close დახურვა