logo
ENG



თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდა

03 თებ 202013:17
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა გადასასვლელებში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ლიფტები დამონტაჟდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ და თურქეთის ელჩმა დღეს პუშკინის სკვერში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერეს, სადაც ერთ-ერთი ლიფტია დამონტაჟებული. 

"ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში ამ პროექტების განხორციელება და ჩვენი ქალაქის ადაპტირება. გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომ კიდევ დამატებით ასეთი პროექტები განხორციელდეს. მთავარი ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ ჰქონდეთ არანაირი დაბრკოლება. მესმის, რომ დიდი თანხებია დასახარჯი, მაგრამ უნდა შევქმნათ კომფორტი ქალაქში", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა