logo
ENG



თბილისის ცენტრში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

30 მაი 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისის ცენტრში. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კლინიკაში კორპუსის 8 მცხოვრებია გადაყვანილი.

კორპუსის მცხოვრებთა თქმით, ნუცუბიძის მე-2 პლატოზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი იზოლაციაში არ არის, თუმცა კორპუსიდან გამოკვლევაზე რამდენიმე პირი წაიყვანეს.

 „ვინც იზოლაციაში მოსაქცევია, ყველა მოაქციეს... ოჯახის წევრები წაიყვანეს, მაგრამ დანარჩენი მე არ ვიცი“, - აცხადებს კორპუსის მცხოვრები.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმაც. როგორც ეზუგბაიამ განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების გამოვლენა  ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

 


close დახურვა