logo
ENG



თბილისის წიგნის დღეები დასრულდა

01 დეკ 201920:12
3 წუთის საკითხავი
 
jxcuzy3fh9h339l.jpg

თბილისის წიგნის დღეები დასრულდა. 4 დღის განმავლობაში მკითხველებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სემინარებს, შეეძინათ წიგნები და შეხვედროდნენ საყვარელ ავტორებს. „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საქართველოში მოქმედი ყველა გამომცემლობა იყო შეკრებილი.

წიგნის ფესტივალზე გელა ჩარკვიანი და ნენე კვინიკაძე  სტენდის მასპინძლები არიან. „38-44“ კვინიკაძის ბოლო ნამუშევარია, რომელიც წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩენისთანავე იყიდებოდა. ამბობს, რომ თავად არასდროს დაუწერია მხოლოდ იმისთვის, რომ წიგნი კარგად გაყიდულიყო.

ქართველი მკითხველის ინტერესის სფეროს ძირითადად კლასიკური ნაწარმოებები წარმოადგენს, მიიჩნევენ გამომცემლები. რას კითხულობენ ფესტივალის სტუმრები, ეს კითხვა ჩვენ სხვადასხვა თაობის მკითხველს დავუსვით. ლიტერატურას ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არჩევდნენ.

წიგნის დღეები თბილისში დღეს დასრულდა. 4 დღის განმავლობაში მკითხველს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა სიახლეებს, შეხვედროდა ავტორებს და ფასდაკლებით შეეძინა არაერთი საინტერესო წიგნი. კიდევ უფრო მეტ სიახლეს გამომცემლები მკითხველს იანვარში, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე შესთავაზებენ.

 


close დახურვა