logo
ENG



თბილისში ციფრული ფესტივალი გაიმართება

24 ოქტ 201918:59
3 წუთის საკითხავი
 
orpq4ztubm614vd.png

თბილისში, ცნობილი ფრანგი ციფრული ვიზუალური არტისტი გიომ მარმენი იმყოფება. გიომ მარმენი ქართველ მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასთან ერთად პერფორმანს წარმოადგენს.

30 წუთიანი AV პერფორმანსი ორიგინალურ სივრცის კონცეფციაზეა დაყრდნობილი. წრე 16 ვერტიკალური LED განათებითაა მონიშნული, რომლის ცენტრშიც ორი არტისტი ხვდება ერთმანეთს. მინიმალისტური ელემენტებით გაჯერებულ შთამბეჭდავ სანახაობას, ქართველი და ფრანგი არტისტები კლუბ მტკვარზე შექმნიან.

„მიხარია, პირველად თქვენს ქვეყანაში მოგზაურობა და ის, რომ მომეცა საშუალება მემუშავა ქართველ არტისტებთან. დიდი გამოწვევაა ერთ კვირაში შექმნა ახალი პროექტი. მე ფრანგი არტისტი ვარ და ვმუშაობ კორძთან ერთად ამ პროექტზე. აქ მთავარი იდეაა გამოვიყენოთ სინათლე და მაყურებელიც იქნება ჩვენს გარშემო,“ - განაცხადა გიომ მარმენმა

ციფრული თბილისის კიდევ ერთი არტისტი უკვე საქართველოშია და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში მუშაობს. მიქაელ ლაფონტენისა და ქართველი არტისტების ინსტალაცია - თბილისის აუდიოგრაფიული რუკა იქნება.

მუსიკა, პერფორმანსი  გამოფენები ტექნოლოგიები, მეცნიერება და მედია ფესტივალი რომლის მთვარი გმირები ხელოვნებისა და გამოხატვის ახალ გზებსა და ინსპირაციებს ეძებენ. „ციფრული თბილისის“ მიზანია ფრანგულ „Scopitone“-სთან და ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და პარალელურად თბილისი, ფესტივალის ფარგლებში წლიდან-წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.

თბილისისთვის უჩვეულო ციფრული ფესტივალი დედაქალაქის ყველაზე მიმზიდველ მისამართებზე, ფოტოგრაფიის მუზეუმში, ღვინის ქარხანაში, მტკვრის კლუბში და ეროვნულ მუზეუმში 25 ოქტომბებრს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.


close დახურვა