ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, კორონავირუსის გავრცელების კუთხით იმ პროგნოზებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტებმა გამოთქვეს.
მისი განცხადებით, მართალი აღმოჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ე.წ. პიკი აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა, შემდეგ პლატო და ბოლოს უკვე ინფიცირების შემთხვევები შემცირდებოდა.
„დღეისთვის, ქვეყანაში არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 626 შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაა 297.