ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადაიღებენ.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ცერცვაძეს ეპიზოდური როლი ექნება, ფილმის რეჟისორი კი, ნიკოლოზ ხომასურიძეა.
"ხომასურიძე ცერცვაძესთან კონსულტაციის მიზნით იყო მისული, რათა კოვიდინფიცირებული პაციენტთან დაკავშირებული მიზანსცენა შეექმნათ. ადგილზე რეჟისორმა შესთავაზა თენგიზ ცერცვაძეს ეთამაშა ეპიზოდურ როლში, სადაც იგი საკუთარ თავს განასახიერებს. მისი როლი რამდენიმესიტყვიანი ფრაზით განისაზღვრა“, - აცხადებენ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის სცენარი და იდეა მოეწონა და რეჟისორის თხოვნას დათანხმდა. ეპიზოდი, სადაც თენგიზ ცერცვაძე გამოჩნდება, ფილმის ბოლოს იქნება.