logo
ENG



თერჯოლის ცხელების ცენტრში ორი პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

27 მაი 202008:22
3 წუთის საკითხავი
 

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან. პაციენტები გვიან ღამით ცხელების სიმპტომით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სხვა კოვიდ-19 ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

"მოსულია 2 პაციენტი, რომელიც ინფექციურ განყოფილებაში და პარალელურად ანალიზები გადავაგზავნეთ ქუთაისის ლუგარის ცენტრში. ვირუსული ინფექციაა, დაუზუსტებელია და მდგომარეობა სტაბილურია. 6 პაციენტიდან კი 4 გამოკვლეული წევს და მათ პასუხი უარყოფითი აქვთ",- აცხადებს ლადო კაპანაძე.

ბოლო მონაცემებით თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 6 პაციენტია მოთავსებული, მათგან ოთხს კოვიდ-19 არ უდასტურდება.

საქართველოში კორონავირუსის საერთო ჯამში დაინფიცირებულია რიცხვი 732-ია. გამოჯანმრთელებულია 537 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 12. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ვირუსის მაშტაბის ზრდასთან ერთად, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა