logo
ENG



თითქმის 5-თვიანი პაუზის შემდეგ, ბასილაშვილი კორტზე პირველად ითამაშებს

27 ივლ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
uhjy7x4jf748muu.jpg

თითქმის 5 თვიანი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება. საქართველოს პირველი ჩოგანი დღეს გერმანიის საჩვენებელ ტურნირზე ითამაშებს.

ბასილაშვილი მეტოქე მსოფლიოს 257-ე ჩოგანი, მიშა ზვერევი იქნება. დაპირისპირება გერმანიის ქალაქ ჰალეში გაიმართება.

ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად 27-ე ადგილზეა, დღევანდელ მეტოქეს კარიერაში 3-ჯერ დაუპირისპირდა. ქართველ ჩოგბურთელს ზვერევთან უარყოფითი ბალანსი – 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. თავად ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი 16 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა აღარ გაიმართა. ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

 


close დახურვა