logo
ENG



თორნიკე მამალაძის თქმით, ის და მისი ძმა მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნეს

11 აგვ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/11/ap6mdp8la29xp6r.jpg

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მოსმენების საქმეზე მას და მის ძმას, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

ფარული მოსმენების ფაილებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც მასალებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აწარმოებს. 

ჟურნალისტების ნაწილმა ე.წ. კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, მათ შორის არიან ფორმულას თანამშრომლებიც. სწორედ ამის შემდეგ პროკურატურამ რამდენიმე ადამიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 


close დახურვა