ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმეში რუსეთის კვალს ხედავს.
გაბუნიას თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი მისი ლიკვიდაციას ეს შესაძლოა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იყონ.
"ვიცი, და ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან. რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს და კადიროვის ქვევით რა ხდება ეგ აღარ ვიცი. რამზან კადიროვი ამას პირადად რა თქმა უნდა არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, ეს იქნება დაჯგუფება, რომელიც ამაზე მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია მოუნდება ეს არის რუსეთი, ეს არის რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.