logo
ENG



თურნავა: საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ სკანდალურ კონტექსტს, ჩვეულებრივი ამბავია

10 დეკ 202112:44
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა "ჩვეულებრივი ამბავია".

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად, ჩვენ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი", - თქვა თურნავამ.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა