logo
ENG



თურნავა აზარაშვილზე: გამოცდილების გამო, უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანი

27 დეკ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა აზარაშვილზე: გამოცდილების გამო, უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანი

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ იმუშავებს, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანი.

პრემიერმინისტრმა დღეს ჯანდაცვის ახალ მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. განათლება მას ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში აქვს მიღებული.

"რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია. ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება ჩემი აზრით, ვიდრე რომელიმე სხვა სპეციალობისა და პროფესიის ადამიანი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, იგი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას გენერალური დირექტორი იყო.

ზურაბ აზარაშვილი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ტერაბანკში, კორ სტანდარტ ბანკში, ქართუ ბანკსა და თიბისი ბანკში.

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ტიკარაძე უწყებას 2019 წლის 18 ივნისიდან ხელმძღვანელობდა.


close დახურვა