ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე მინისტრი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, ანტიკრიზისული გეგმის მიმართ კრიტიკასაც გამოეხმაურა. როგორც თურნავამ განაცხადა, ოპონენტები შექმნილ ვითარებას სათავისოდ იყენებენ, მისი თქმით მათი მხრიდან პოპულისტური განცხადებების გაკეთება მიუღებელია.
„ის შეფასებეები რასაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი. ნებისმიერ კონსტრუქციულ პოლემიკაში შევალთ, ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშე ყველანი უნდა დავკონსილიდირდეთ. ყველა საღი აზრი მისაღებია, არ მივიღებთ პოპულიზმს, არ მივიღებთ კორონავირუსის პოლიტიკური კონუქტურის მიზნით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობილ გეგმაზე ისაუბრა. როგორც თურნავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, 1500 ლარამდე ბიზნესებს ექნებათ შეღავათი საშემოსავლო გადასახადში. მისი თქმით, ეს ბიზნესებს დაეხმარება, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები.