თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილი ბოდნარის განცხადებით, თურქეთის საბაჟომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა.
"ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ამ დროისთვის გემი დგას პორტის შესასვლელთან. ის თუქულმა საბაჟომ გააჩერა. გემის ბედი ხვალ, საგამოძიებო თათბირზე გადაწყდება", - თქვა ელჩმა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა მათი კუთვნილი დაახლოებით 4 500 ტონა მარცვლეული.