logo
ENG



იაპონია უკრაინის დასახმარებლად 5.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

20 თებ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/duu3o8wrrlfs8bu.png

იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კისადამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. საუბარია 5.5. მილიარდ დოლარზე. შესაბამისი განცხადება კისადამ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"უკრაინა ჯერ კიდევ იტანჯება რუსული შეჭრისგან და უკრაინელები ჯერ კიდე საჭიროებენ დახმარებას, იმისათვის რომ აღადგინონ ყოველდღიური ცხოვრება და ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან დაზიანდა რუსების თავდასხმების დროს", - თქვა იაპონიის პრემიერმა.

ფუმიო კისადა, რომელიც დიდი შვიდეულის პრეზიდენტია, ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე G7-ის ონლაინ-სამიტს გამართავს და მასში მონაწილეობას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს.


close დახურვა