საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკურა ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა შარლ მიშელის დოკუმენტს მხარი უნდა დაუჭირონ.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, თუ პოლიტიკური კრიზისი დიდხანს გაგრძელდება, ეს არ იქნება კარგი ევროინტეგრაციისთვის, ასევე, არ შექმნის კარგ კლიმატს იაპონური ინვესტიციებისთვის.
"ჩვენ ვემხრობით იმას, რომ შეთანხმება მხარეებს შორის რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო. ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტი შესანიშნავი ბიძგია პარტიებისთვის, რომ შეიკრიბონ და დაიწყონ მუშაობა ერთად ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციაში - პარლამენტში.
ხალხმა, პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ შეთანხმებას, იაპონიაც მხარს უჭერს მას. თუ კრიზისი დიდხანს გაგრძელდება, ეს არ იქნება კარგი ევროინტეგრაციისთვის, ასევე, არ შექმნის კარგ კლიმატს იაპონური ინვესტიციებისა და ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის. ნებისმიერი ბიზნესი ინვესტიცირებისას სხვა რისკებთან ერთად პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებსაც განიხილავს", - თქვა ელჩმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს პოლიტიკოსების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა.