logo
ENG



ივა ჭყონია: ვთხოვ მოქალაქეებს არ მიაწყდნენ პროდუქტებს, მარაგები სამჯერ მეტია

19 მარ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ დისტრიბუტორთა ასოციაციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ საკვები პროდუქტების მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა.

ჭყონიას თქმით, საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაშიც კი, წლის ბოლომდე თავისუფლად იქნება მაღაზიების მომარაგება.

„ფაქტობრივად, საგანგებო რეჟიმზე ვართ. მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მოსახლეობა პროდუქტების ყიდვას და არა პანიკურად, პროდუქტები სამჯერ მეტი გვაქვს. მინდა ვთხოვო მოსახლეობას, არ მიაწყდნენ პროდუქტებს. ეს ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში პრობლემას შეუქმნის. დახლები სავსეა პროდუქტებით და არ შეიმქნება პრობლემა. სასურსათო მაღაზიები ღია იქნება, გამოაცხადა პრემიერმაც.

განსაკუთრებული მარაგები იქნება წინასაახლწლოდ და სააღდგომოდ. რაც არ უნდა საგანგებო ვითარება გამოცხადდეს, ორ დღეში შემოვა ყველა სახის პროდუქტები. ძალიან ახლო მომავალში იქნება წლის ბალანსი. სულ რომ საზღვრები ჩაკეტონ, წლის ბოლომდე თავს გავიტანთ თუ მოქალაქეებმა სასწაულებრივი ქმედებები არ ჩაიდინეს. თუ პანიკა გაგრძელდა, შეიძლება, ლიმიტებიც დავაწესოთ“, - განაცხადა ივა ჭყონიამ. 


close დახურვა