logo
ENG



ივანე ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო მწვანე სტატუსი, კოვიდი არ არის წითელა

25 ნოე 202100:08
3 წუთის საკითხავი
clock 3006
2021/11/25/j1b0cukh6f831y7.jpg

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭება, წარმოუდგენელია. როგორც მან პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, კვლევების თანახმად, კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობით ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს

"პოზიცია იყო მკაფიო დაფიქსირებული საკოორდინაციო საბჭოზე ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებით. ბატონ ამირან გამყრელიძეს მოსაზრება და რეკომენდაცია იყო ექვსთვიანი ვადა. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს შესწორდება, ეს არაა წითელა, გადაიტანე და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორსაა კორონავირუსისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან", - ამბობს ჩხაიძე.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემაზე გადაწყვტილება შეიძლება გადაიხედოს. 


close დახურვა