logo
ENG



იზოლაციაში მოქცეულ ახალგორში კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა

07 ნოე 201919:45
3 წუთის საკითხავი
 
in13sb2vcy5oent.jpg

ახალგორში, 49 წლის ბესიკ ობესოვი არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა ის ახალგორში მეხანძრედ მუშაობდა და გუშინ გახდა შეუძლოდ, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გამო, ობესოვი თბილისის კლინიკაში ვერ გადმოიყვანეს. ახალგორში ვერც მისი დედა და ნათესავები მიდიან. უცნობია, შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები გარდაცვლილის დედას შვილის დაკრძალვაზე.

ამავდროულად, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ სოფელ ქვეშეთიდან გატაცებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზის ნათესავები. ის წუხელ სოფლის განაპირას გაიტაცეს. ბუთხუზი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. გატაცებულის ოჯახს აქამდე არც საოკუპაციო რეჟიმისა და არც საქართველოს მთავრობის მხრიდან არავინ დაკავშირებია . ბუთხუზი ძმასთან ერთად ვენახში იმყოფებოდა რა დროსაც მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. გატაცებულის ძმამ გამოქცევა მოასწრო. ადგილობრივები ყვებიან, რომ ზაქრო ბუთხუზს რეჟიმის წარმომადგენლებმა იარაღი დაუმიზნეს და ამიტომ გამოქცევა ვერ მოასწრო.

გატაცებული ე.წ საოკუპაციო ზოლის კვეთის ბრალდებით ადრეც დააკავეს. ადგილობრივ მოსახლეობას სოფელში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, შიში აქვთ რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ისინი ნებისმიერ დროს გაიტაცონ საკუთარი საძოვრებიდან. საოკუპაციო ხაზთან გატაცებულის სასამართლო ცხინვალში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

დღის ბოლოს ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი სროლის შესახებ, რასაც დეზინფორმაცია უწოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისიის არც ერთ მონიტორს, პატრულირების შედეგად, მსგავსი ფაქტი არ დაუფიქსირებია.

 


close დახურვა