logo
ENG



იკრძალება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი - ნორვეგიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

17 ივნ 202222:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/17/h9vi02owiwtog21.jpeg

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კერძოდ, სანქციები შეეხება რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. 

როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუტფელდტმა აღნიშნა, ქვეყანა მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, "რათა კრემლზე ზეწოლა შენარჩუნდეს".

"ახლა ჩვენ ვკრძალავთ ნავთობის იმპორტ, რომელიც ნორვეგიაში რუსეთიდან ზღვით გადმოაქვთ. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. სანქციები ასევე ამოქმედდება 65 კერძო პირის მიმართ, რომელთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, როგორც პასუხისმგებელი პირები ბუჩასა და მარიუპოლში მომხდარზე, წამყვანი ბიზნესმენები და ოლიგარქების ოჯახის წევრები, აგრეთვე რამდენიმე კომპანია, რომელიც თავდაცვით მრეწველობაში მუშაობს", - თქვა მინისტრმა.


close დახურვა