logo
ENG



ილვესი ღარიბაშვილს: თუ ნამდვილად ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის

13 მარ 202311:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/2vd543wd4vpjq47.png

ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ევროპარლამენტს აკრიტიკებს, ამბობს, რომ დასავლეთს საქართველოში "მეორე ფრონტის გახსნა უნდა" და მოუწოდებს "თავის თავს მიხედოს".

ჰედრიკ ილვესი ამბობს, რომ თუ ღარიბაშვილი მართლა ასე ფიქრობს, მისი ადგილი ევროპაში არაა.

"თუ თქვენ ნამდვილად ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებებისთვის მასში [ევროპაში] ადგილი არ არის. და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ევროპის მიმართ ასე იქცევა", - წერს ტოომას ჰედრიკ ილვესი.

გუშინ, იმედის ეთერში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთი ისევ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა. 

"ევროპარლამენტმა ჯობს თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? და მე ერთ-ერთი ევროპარლმენტარის განცხადებაც კი მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციას და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და იძახდა, ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი, ეს არის მთავარი მიზანი", - თქვა მან. 

 


close დახურვა