logo
ENG


ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა ჯობს თავის თავს მიხედოს... რატომ გვარიგებენ ჭკუას?
  • 1162ნახვები

ევროპარლამენტმა ჯობს თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? და მე ერთ-ერთი ევროპარლმენტარის განცხადებაც კი მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციას და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და იძახდა, ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი, ეს არის მთავარი მიზანი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა