logo
ENG



იმერეთის რეგიონი მზადაა დამატებითი რეგულაციების შესასრულებლად - რწმუნებული

15 აპრ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონი მზადაა მთავრობის ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. აიკრძალება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, თუმცა ქალაქში გადაადგილება კომენდანტის საათის პირობებში იგივე დარჩება.

როგორც ზვიად შალამბერიძე ამბობს, გაკონტროლდება სასაფლაოებზე მისვლა და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვაც. 

„გვაქვს უკვე მოწყობილი ბლოკ-საგუშაგოები, უბრალოდ გამკაცრდება კონტროლი, გადაადგილება ქალაქის შიგნით, ქუთაისში, შეეძლებათ ჩვეულებრივად. ხოლო სასაფლაოებზე მისვლა იქნება შეზღუდული და თავშეყრის ადგილები, თუნდაც ეკლესიებთან, იყოს დაცული", - აცხადებს შალამბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა