logo
ENG



ინაშვილი პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ: ვთქვი, რომ აუცილებელია ხელახალი არჩევნები

18 ნოე 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მან გაიმეორა ძველი პოზიცია პარლამენტში არშესვლაზე. ინაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა არჩევნები იყო. 

"სახელმწიფო მდივნის მოადგილე ინფორმირებულია საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებზე. მე დავაფიქსირე პოზიცია, რასაც საჯაროდაც ვაფიქსირებ - რომ აუცილებელია ხელახალი არჩევნები. ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს". 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა, სახელმწიფო მდივნის ესკორტი სასტუმროში დაბრუნდა. ქვეყანაში შეხვედრებს აგრძელებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი.

პირადად მაიკ პომპეოს ოპოზიციასთან შეხვედრა პროტოკოლით არ იყო გათვალისწინბული.

შეხვედრის შესახებ ამერიკის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ პომპეომ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან შეხვედრისას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მნიშნვნელობაზეც ისაუბრა

თავად ზალკალიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანს "პირდაპირი ჩარევით" არ შეუფასებია საარჩევნო გარემო საქართველოში, რადგან ეს "ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესია". 

"არ ყოფილა მისი მხრიდან პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიური პროცესია. 

ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, საქართველოში იყოს სტაბილური გარემო", - განაცხადა ზალკალიანმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი უკვე დაასრულა და ქვეყანა დატოვა. 

 


close დახურვა