logo
ENG



ინდოეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა

23 ივნ 202414:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/23/ea1mu09w86nfn4w.png

ინდოეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადის მკურნალობას. შემთხვევა ტამილ-ნადუს შტატში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, სასმელს, სავარაუდოდ, მეთანოლი ჰქონდა გარეული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციამ 7 ადამიანი უკვე დააკავა, მათ შორის არიან ალკოჰოლის მიმწოდებლები და მწარმოებლები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება გრძელდება.


close დახურვა